წრის სამუშაო გეგმა

N
თემა
დრო
სთ.
მიზანი
რესურსი
შედეგი
1.
შესავალი საუბარი წრის მუშაობის შესახებ და მოსწავლეთა მოლოდინები.
30/01
1სთ.
წრის სამუშაო გეგმის წარდგენა, განხილვა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება
წრის სამუშაო გეგმა;
,,მოლოდინის ბარათები“;
პორტფოლიო.
მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა; გეგმის მოდიფიცირება საჭიროების შემთხვევაში; მშობლების ინფორმირება

2.
მეტყველების ნაწილები(სიტყვების კლასები) ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი სიტყვები.
06/02
1სთ.



მოსწავლემ შეძლოს წინადადებაში მეტყველების ნაწილების ამოცნობა, გაარჩიოს , როგორია ისინი ფორმის ცვალებადობის მიხედვით.
წიგნი(ქართული ენა-.შანიძე, კვაჭაძე), რვეული, კალამი, დაფა, ცარცი.
მოსწავლეს შეუძლია სიტყვების მიკუთვნება  მეტყველების ნაწილთა შესაბამის ჯგუფთან.


3.
არსებითი სახელი. არსებითი სახელების ჯგუფები.

არსებითი სახელის მართლწერა.
13/02
1სთ.






მოსწავლემ შეძლოს წინადადებაში არსებითი სახელების ამოცნობა, დაასახელოს გუფი, რომელსაც ეკუთვნის ესა თუ ის არსებითი სახელი.
მოსწავლემ შეძლოს წერის დროს არსებითი სახელების მართლწერის ნორმების დაცვა.
ქართული ენის სახელ.რვეული, დაფა, ფორმატი.
შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტები.
მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და განმარტოს, რატომ ეკუთვნის ესა თუ ის არსებითი სახელი შესაბამის ჯგუფს.
მოსწავლეს შეუძლია იპოვოს შეცდომები ტექსტში და გაასწოროს ისინი.


4





ზედსართავი სახელი. ზედსართავი სახელების ჯგუფები.
 20/02
 1 სთ.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტში ზედსართავის ამოცნობა და მიკუთვნება შესაბამის ჯგუფთან.
ლიტერატურის სახელმძღვანელო, რვეული,კალამი, დაფა, ცარცი.
მოსწავლეს შეუძლია წაკითხულ ტექსტში იპოვოს ზედსართავი სახელები და განსაზღვროს, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ისინი.



5.


ზედსართავი სახელების ხარისხის ფორმები.არსებითისა და ზედსართავი სახელების ერთად ბრუნება. ზედსართავ სახელებთან დაკავშირებული ორთოგრაფიული, სინტაქსური შეცდომები.
27/02 









1 სთ.
მოსწავლემ შეძლოს ზედსართავი სახელების ხარისხის ფორმების გარჩევა, სწორად შეუწყოს ბრუნების დროს მსაზღვრელ-საზღვრული ერთმანეთს. შეძლოს ტექსტში შეცდომების აღმოჩენა და სწორი ფორმით დაწერა.
დაფა, ცარცი, რვეული. კალამი,შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტები.
მოსწავლე სწორად აბრუნებს არსებითსა და ზედსართავ სახელებს, ამოიცნობს, რომელი ხარისხის ფორმას მიეკუთვნება, პოულობს და ასწორებს ორთოგრაფიულ, სინტაქსურ და სტილისტურ შეცდომებს.



6




რიცხვითი სახელი.რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი რიცხვითი სახელების მართლწერა.
06/03
 1სთ.
მოსწავლემ უნდა შეძლოს რიცხვითი სახელების პოვნა მოცემულ ტექსტში, წერის დროს გამოიყენოს მიღებული ცოდნა, იპოვოს და გაასწოროს შეცდომები.
დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტები.
მოსწავლეს შეუძლია რიცხვითი სახელების პოვნა ტექსტში, პოულობს და ასწორებს რიცხვითი სახელების მართლწერასთან დაკავშირებულ ორთოგრაფიულ და სინტაქსურ შეცდომებს.
7.
ნაცვალსახელის ჯგუფები და მასთან დაკავშირებული მართლწერის წესები
20/03
1სთ.
მოსწავლეს უნდა შეძლოს წაკითხულ ტექსტში იპოვოს ნაცვალსახელები და განსაზღვროს, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ისინი;  გაასწოროს დაშვებული შეცდომები.
შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტები.
ცხრილი ნაცვალსახელთა დასაჯგუფებლად
მოსწავლეს შეუძლია წაკითხულ ტექსტში იპოვოს ნაცვალსახელები და განსაზღვროს, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ისინი;  ასწორებს დაშვებულ შეცდომებს.
8.
ზმნის კატეგორიები: გვარი, ქცევა, კონტაქტი.
27/03
03/04
2სთ
მოსწავლემ უნდა შეძლოს განსაზღვროს თითოეული კატეგორიის მახასიათებელი; ამოიცნოს და გააანალიზოს ზმნები შესაბამისი კატეგორიების მიხედვით
შესაბამისი სავარჯიშოები
მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გაანალიზოს ზმნები შესაბამისი კატეგორიების მიხედვით;
იცის გვარისა და ქცევის ნიშანთა გარჩევის პრინციპები.
9.
სერიები და მწკრივები;
თემა და თემის ნიშნები
10/04
17/04
2სთ
მოსწავლემ  შეძლოს განსაზღვროს  მწკრივის ფორმებში ასახული შინაარსი;  ამოიცნოს და გაანალიზოს ზმნები შესაბამისი კატეგორიების მიხედვით.
ნ.შარაშენიძის ,,ქართული ენის გრამატიკა“. ზმნის დახასიათების ნიმუში.
მოსწავლეს შეუძლია ზმნის მორფოლოგიური დახასიათება;
სერიებისა და მწკრივების დასახელება, მათი კითხვები.
10.
ზმნიზედის ჯგუფები
24/04
1სთ
მოსწავლემ შეძლოს ზმნიზედებისა და მისი შესაბამისი ჯგუფის ამოცნობა.
ნ.შარაშენიძის ,,ქართ.ენისგრამატიკა“.
სავარჯიშოები ანალიზისათვის.
   განიხილავს შესრულებულ სამუშაოს;
მოსწავლე  წერის დროს იცავს ზმნიზედების მართლწერის ნორმებს.
11.
დამხმარე მეტყველების ნაწილები: თანდებული, კავშირი, ნაწილაკი.
01/05
1სთ
მოსწავლემ  შეძლოს წაკითხულ ტექსტში დამხმარე მეტყველების ნაწილების ამოცნობა და მათთან დაკავშირებული სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება.
ნ.შარაშენიძის ,,ქართული ენის გრამატიკა“.
სავარჯიშოები ანალიზისათვის.
მოსწავლე ამოიცნობს ტექსტში დამხმარე მეტყველების ნაწილებს  და სწორად იყენებს მათთან დაკავშირებულ სასვენ ნიშნებს.
12.
შორისდებული
08/05
1სთ
მოსწავლემ წაკითხულ ტექსტში იპოვოს შორისდებულები და განსაზღვროს, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება; შეძლოს სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება.
ტექსტი;  ცხრილი შორისდებულთა დასაჯგუფებლად.
მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და განმარტოს, რატომ ეკუთვნის ესა თუ ის შორისდებული შესაბამის ჯგუფს.
 სწორად  იყენებს სასვენ ნიშნებს.
13.
ტესტირება
15/05
1სთ
მოსწავლემ შეძლოს მიღებული  ცოდნის გამოყენება
ტესტი

14.
მინი-კონფერენცია
22/05
1სთ
ცოდნის დემონსტრირება.
მოსწავლეთა  თემები
მოსწავლე დაწერს და იმეტყველებს სწორი ქართულით.
15.
შემაჯამებელი შეხვედრა
მოსწავლეებთან და მშობლებთან
29/05
05/06
2 სთ
მოსწავლემ შეძლოს მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დემონსტრირება.
პორტფოლიოები;
რეფლექსიები;
სიგელები, სერთიფიკატები

წარადგენენ პორტფოლიოებს, შეაჯამებენ მუშაობის შედეგებს;
გადაეცემათ სიგელები, სერტიფიკატები.

Комментариев нет:

Отправить комментарий