ფოტო-ვიდეო მასალა


სსიპ წეროვნის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა ქართული ენის წრის
,,ნორჩი გრამატიკოსის" პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ VI-VII კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები. მშობლებმა მოიწონეს აღნიშნული ინიციატივა და გამოხატეს სრული მზაობა და თანადგომა.














წრის პირველი შეხვედრა

   30 იანვარს გაიმართა ჩვენი წრის პირველი შეხვედრა. მოსწავლეებმა გაგვაცნეს თავიანთი მოლოდინები. ხალისითა და ინტერესით იმუშავეს ბავშვებმა არსებით სახელზე. :)  ამოიცნეს  ტექსტიდან სრულმნიშვნელოვანი და დამხმარე მეტყველების ნაწილები...








წრის მეორე შეხვედრა

   6 თებერვალი - მოსწავლეებმა მონდომებით იმუშავეს არსებითი სახელის შემაჯამებელ ტესტზე, განიმტკიცეს ცოდნა არსებით სახელთან დაკავშირებულ საკითხებზე.
   იმეცადინეს არსებითი  სახელის ჯგუფებსა და ბრუნებაზე. 












   13 თებერვალს ბავშვებმა ზედსართავი სახელის ჯგუფებსა და ხარისხის ფორმებზე იმუშავეს.  იმუშავეს ქვიზზე. თვითშეფასების შემდეგ განვიხილეთ   ის საკითხები, რომლებშიც დაუშვეს შეცდომები.



წრის მესამე შეხვედრა 
   20 თებერვალს ჯგუფებმა აქტივობის ბარათებზე იმუშავეს. დღევანდელი მეცადინეობა ხალისიანიც იყო და შედეგიანიც. ამჯერად არსებითი სახელებს შეურჩიეს შესაბამისი სინონიმური და ანტონიმური ზედსართავები.











   წრის მეოთხე შეხვედრაზე ჩემმა მოსწავლეებმა ძალიან კარგად იმუშავეს: შეადგინეს საუკეთესო წინადადებები, წყვილებში წარადგინეს დავალებები, ინტერესით შეხვდნენ და ხალისით  შეავსეს კროსვორდი... ყოჩაღ, ჩემო პატარებო!








ჩვენი წრის შეხვედრები გრძელდება! კვლავ ხალისით მუშაობენ ბავშვები რიცხვით სახელსა და ნაცვალსახელზე, ავსებენ აქტივობის ბარათებს და იღრმავებენ ცოდნას. 







ჩემმა მოსწავლეებმა უკვე იციან ზმნის კატეგორათა უმეტესობა. მათ შეუძლიათ ამოიცნონ და დაახასიათონ ზმნა მორფოლოგიურად. ისწავლეს სერიები და მწკრივები, საბედნიეროდ, ადვილად გაიგეს და ინტერესით იმუშავეს სქემებზე. შეხვედრის დასასრულს კი ვითამაშეთ გრამატიკული თამაში სიტყვების დამახსოვრებაზე. 









წრის მეცადინეობებზე შექმნილი იყო  საქმიანი, აქტიური და თანამშრომლობითი გარემო.  ჩემი მოსწავლეები ავსებდნენ ტესტებს, მუშობდნენ წყვილებსა და ჯგუფებში, თამაშობდნენ, იმდიდრებდნენ ლექსიკას, ეუფლებოდნენ სწორად წერისა და მეტყველების წესებს... მართალია, ორი მეცადინეობა გაგვიცდა, რის გამოც 14 ივნისს დავამთავრეთ წრის მუშაობა, მაგრამ, რაც მთავარია, მიზანს მივაღწიეთ! :)
   წარმატებული პრეზენტაციების შემდეგ წრის  წევრებს მიენიჭათ ,,ნორჩი გრამატიკოსის" წოდება და გადაეცათ სერთიფიკატები.

















გისურვებთ წარმატებებს, ნორჩო გრამატიკოსებო!

Комментариев нет:

Отправить комментарий