სამოქმედო მიზნები



მიზანი:
Ø მოსწავლეს შეუქმნას პოზიტიური განწყობა და გაუზარდოს  ინტერესი ქართული ენის გრამატიკის შესწავლისადმი;
Ø  გაუღვივოს მშობლიური ენის სიყვარული;
Ø  განუვითაროს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
Ø  ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მოსწავლეების   მიდრეკილებებისა და უნარების   რეალიზებ  მრავალფეროვანი გარემოს შექმნის გზით;
Ø  მოსწავლემ მოახერხოს მიღებული ცოდნის ტრანსფერი მეტყველებასა და წერით კულტურაში;  გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის პრაქტიკულად აუცილებელი  მინიმუმის შეგნებულად გამოყენება.
Ø  მოსწავლემ შეძლოს  ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა;           
მოსალოდნელი შედეგები:              
 ·     შექმნილი მრავალფეროვანი სასწავლო გარემო ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მოსწავლეთა გამოვლენას და მათი
შესძლებლობების რეალიზებას.
·         მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.·         მოსწავლეებში განვითარდება  მეტყველებსა და წერი კულტურა;
·         მოსწავლეები შეძლებენ მართლწერის საკითხების პრაქტიკაში გამოყენებას ,  შეძლებენ  ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერას.

    მიზნის მისაწევად მეცადინეობაზე განვიხილავთ  სხვადასხვა სავარჯიშოებს  მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, პუნქტუაციუი და სტილისტური შეცდომებით. ბავშვები დაწერენ ესეებს, ჩანახატებს, წაკითხული ტექსტების შინაარსებს და მათში დაიცავენ ქართული ენის მართლწერის ნორმებს. ვფიქრობ, საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ მშობლიური ენის გრამატიკის  როგორც თეორიული ცოდნის მიღებას, ისე მართწერის ნორმების დაცვასა და ზეპირი მეტყველების კულტურის ამაღლებას.
    პერიოდულად  მშობლებისთვის  გაიმართება ღია მეცადინეობები. წრის მუშაობის დასასრულს მასწავლებელი  და მოსწავლეები შეაჯამებენ  წრის მუშაობას,  მონაწილეები წარადგენენ პორტფოლიოებს  წრის  გაფართოებულ შეხვედრაზე, ჩატარდება მინი -კონფერენცია,   მოსწავლეებს გადაეცემათ სიგელები, სერტიფიკატები და მიენიჭებათ ,, ნორჩი გრამატიკოსის“ წოდება.


Комментариев нет:

Отправить комментарий